ოპოზიცია: ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება

ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება. გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა ფარული აუდიო მასალა გაასაჯაროვეს. ოპოზიციის მტკიცებით, ამ მასალაში ისმის, რომ კომისიების ნეიტრალური კვოტა სწორედ მმართველი პარტიისადმი ლოიალური კადრებით ივსება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს მასალა ასახავს იმ ფაქტებს, თუ როგორ ინიშნებიან ქართული ოცნების აქტივისტები საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში. ერთიანი ნაციონალური მოძღაბის წარმომადგენლის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ჩანაწერის ერთ-ერთ ნაწილში კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, დავით ფეტვიაშვილს, ქართული ოცნების კომისიის კოორდინატორის, ნინო მაისურაძის, სახელით ურეკავენ და სიების შესახებ ეკითხებიან. ფეტვიაშვილი კიპირს, რომელიც მაისურაძის წარმომადგენლის სახელით გაეცნო, ეუბნება, რომ სიები ჯერ არ მიუღია, თუმცა ამბობს, რომ საკუთარ სტუდენტებს საარჩევნო კომისიაში შეყვანას უპირებს. ფეტვიაშვილი იმასაც ადასტურებს, რომ ქართული ოცნების კომისიის კოორდინატორთან 2012 წლიდან პირდაპირ კავშირშია. ოპოზიციის თქმითვე, აუდიოჩანაწერით ირკვევა, რომ საარჩევნო კომისიები უკვე დაკომპლექტებულია.
“ნაციონალური მოძრაობა”, ლევან ბეჟაშვილი – ხმა ►
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ოპოზიციის მიერ დღეს გავრცელებული ჩანაწერების უტყუარობის დადგენას ითხოვენ. მესამე სექტორში არ გამორიცხავენ, რომ კონკრეტული საოლქო კომისიების თავმჯდომარეების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.
“სამართლიანი არჩვენების” წარმომადგენელი ნინო ნიჟარაძე – ხმა ►
ამ თემაზე კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გია ჟორჯოლიანმაც ►