მნიშვნელოვანისაქართველო

ანაკლიაში დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მათ ბრალი აქვთ წაყენებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშალების წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის. დაკავებულები ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები არიან.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ზუგდიდის რაიონის, სოფელ განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალ “ECHO WAVES”-თვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გაასაღეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან კლინიკებში კი ჯამში 27 პირია გადაყვანილი, – ინფორმაცია ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში დაადასტურეს.

უწყებაში თქვეს, რომ ფესტივალის მიმდინარეობისას მედპერსონალი სულ 253 პირს მოემსახურა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა 78 გამოძახება შეასრულა, ამათგან 53 პირს ზოგადი ჩივილები აღენიშნებოდა. მათივე ინფორმაციით, 25 შემთხვევაში სხვადასხვა სახის ინტოქსიკაცია დაფიქსირდა, რომელთაგან მხოლოდ 11 პაციენტს დასჭირდა ჰისპიტალიზაცია, ჯამში, სულ 27 პირი იქნა კლინიკაში გადაყვანილი.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ დროისთვის, ყველა პაციენტი გაწერილია ბინაზე.

ცნობისთვის, ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიმდინარეობს დროს ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა. მიმდინარეობს გამოძიება.

ფესტივალი 23 აგვისტოს გაიხსნა და 27 აგვისტოს დაიხურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button