მნიშვნელოვანისაქართველო

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა თრუსოს ხეობაში ხუთი მოქალაქე დააკავეს

თრუსოს ხეობაში საქართველოს ხუთი მოქალაქე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა. ე.წ.საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ადასტურებს.
უწყებაში განმარტავენ, რომ მომხდარზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

უსაფრთხოების სამსახურში არ აკონკრეტებენ, თრუსოს ხეობის რა მონაკვეთზე, რა ვითარებაში მოხდა საქართველოს მოქალაქეების დაკავება და რას ითხოვს მათ გასათავისუფლებლად საოკუპაციო რეჟიმი.

საქართველოს მოქალაქეები თრუსოს ხეობაში ლაშქრობაში იმყოფებოდნენ.

გატაცებულთა ახლობლები მცხეთის პოლიციამ გამოკითხა.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button