მნიშვნელოვანირეგიონი

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე სატვირთო ავტომობილის დაგორების შედეგად აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

შემთხვევა “წითელი ხიდის” გამშვებ პუნქტზე მოხდა.

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

“საზღვრის აზერბაიჯანულ მონაკვეთზე შემოწმებისთვის გაჩერებული იყო სატვირთო მანქანა. მაშინ, როდესაც სატვირთო მანქანის მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა, რათა შემოწმებისთვის საბუთები წარედგინა, მანქანის სამუხრუჭე სისტემაში პრობლემა შეიქმნა, რის შედეგადაც მანქანამ მოძრაობა დაიწყო და დაგორდა. შემთხვევის შედეგად აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელი გარდაიცვალა, რომელიც სატვირთო მანქანის წინ იდგა“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო. არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანას საქართველოს მოქალაქე მართავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button