მნიშვნელოვანიმსოფლიო

ორი ძლიერი მიწისძვრა წყნარ ოკეანეში და ირანში

წყნარ ოკეანეში ფიჯის არქიპელაგზე 8,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაფიქსირდა.

სეისმოლოგების ინფორმაციით, ეპიცენტრი ფიჯის დედაქალაქ სუვადან 105 კილომეტრში იყო. არსებობს ცუნამის საფრთხეც.

მიწისძვრა მოხდა ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთშიც. 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ქალაქ ბამიდან 126 კილომეტრში დაფიქსირდა.

კერა 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობა.

ინფორმაცია შესაძლო მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button