მნიშვნელოვანისაქართველო

გეგმური აცრები სავალდებულო ხდება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა პროექტს, რომლის მიხედვით, გეგმური აცრები სავალდებულო ხდება.

პროექტის ერთ-ერთი ავტორი, დეპუტატი აკაკი ზოიძე ამბობს:

“წარმოდგენილი კანონპროექტების პრინციპი არის ერთი – მკაფიო გზავნილი გავუგზავნოთ ჩვენს მოქალაქეებს იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ძალიან ერთმნიშვნელონად აფიქსირებს, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი უსაფრთხო და ეფექტიანი მეთოდი, რომ თავიდან ავიცილოთ ისეთი საშიში დაავადებები, რომლებიც ჩვენი შვილების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება. ეს დაავადებებია წითელა, პნევმოკოკური ინფექციები და ყველა ის დაავადება, რომლებიც გეგმური იმუნიზაციის კალენდრით თავიდან აცილებადია”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button