მნიშვნელოვანი

,,მაუწყებელთა ალიანსი”, კანონში ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს

მუწყებელთა ალიანსი, რომელიც 21 რეგიონულ მაუწყებელს აერთიანებს, რეგიონული მედიის მდგომარეობის გაუარესებასა და პროცესში ხელისუფლების, ბიზნესისა და დონორი ორგანიზაციების წვლილზე მიუთითებს. ორგანიზაციის მიერ წარდგენილ ანგარიშში ნათქვამია, რომ მაუწყებლის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები რეგიონულ მედიაზე უარყოფიდად აისახა,ბიზნეს სექტორი და დონორი ორგანიზაციები კი მედიაპოლარიზაციას კიდევ უფრო უწყობენ ხელს, როცა რეკლამას ნაციონალურ მაუწყებლებზე ათავსებენ.

მაუწყებელთა ალიანსი პარლამენტს რეკომენდაციით მიმართავს, გადაიხედოს მაუწყებელთა რეგულაციები და საგადასახადო პოლიტიკა; ბიზნეს სექტორსა და დონორ ორგანზაციებს კი მოუწოდებს, მეტი რესურსი მიმართონ მცირე, რეგიონულ მედიასაშუალებებზე.

მოსიმინეთ მაუწყებელთა ალიანსის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნათია კუპრაშვილისა და ტელეკომპანია გურია tv-ს დირექტორის ავთანდილ გველებიანის ხმა.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button