მნიშვნელოვანისაქართველო

იანვრიდან პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში დაბრუნდება

რეგლამენტში ცვლილებები შედის. პარლამენტის ადგილსამყოფელად ქუთაისის ნაცვლად თბილისი განისაზღვრება.

საკანონმდებლო ორგანო თბილისში სრულად იანვრიდან გადამოვა.

ახალი კონსტიტუციით, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში, პარლამენტის მდებარეობა არ არის განსაზღვრული. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას უმრავლესობა აცხადებდა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი რეგლამენტით განისაზღვრებოდა.

რაც შეეხება ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობას სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. არსებული ინფორმაციით, შს სამინისტრო შენობაში რამდენიმე ქვედანაყოფის, მათ შორის პოლიციის აკადემიის და საინფორმაციო ცენტრ 112-ის განთავსებას აპირებს.

2012 წელს ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ ქუთაისში პარლამენტის შენობის აშენება 340 მლნ ლარზე მეტი დაჯდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button