Hereti FM

პანკისში „პანკისობა 2018“-ის ღონისძიების გაუქმებას ითხოვენ

311
Share Button

პანკისის ხეობაში, 2017 წლის დეკემბერში სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები დღეს პანკისში დაგეგმილი “პანკისობის” ღონისძიების გაუქმებას ითხოვენ.

თემირლან მაჩალიკაშვილის და, მშობლები და ადგილობრივები სოფელ დუისის სასაფლაოსთან შეიკრიბნენ და თქვეს, რომ ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ღონისძიებების გამართვა არასწორია.
თემირლან მაჩალიკაშვილის დის, ნატა მაჩალიკაშვილის განცხადებით, მაშინ როცა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმე დღემდე არ არის გამოძიებული და ისინი საპროტესტო აქციება მართავენ, მსგავსი ღონისძიების გამართვა ხეობაში დაუშვებელია.

სოფელ დუისში მცირე ინციდენტიც მოხდა. მანქანამ არასწრულწლოვნების მიერ გაკეთებული კორდონი გაარღვია. რამდენიმე ბავშვმა მცირე დაზიანება მიიღო. მანქანის მძღოლი სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. პანკისში მობილიზებულია პოლიცია.

“პანკისობა 2018” ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ღონისძიებაა, რომელიც ხეობაში დღეს უნდა გაიმართოს. დაგეგმილია სოფელ დუისში ამბულატორიის გახსნა, დოღი, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი პროგრამები და სხვა.

ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ანონსის მიხედვით პანკისში უნდა ჩავიდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი- სოზარ სუბარი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ თალაკვაძე. ელოდებიან სხვა სტუმრებსაც.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი