მნიშვნელოვანირეგიონი

“პანკისობა 2018”-ის ყველა ღონისძიება გაუქმდა

“პანკისში დღეს დაგეგმილი ყველა ღონისძიება გაუქმდა”, – ამის შესახებ რადიო ჰერეთს კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

გუბერნატორის თქმით, “მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ოჯახის წევრები პროვოკაციაზე მიდიოდნენ და რათა არ დაზიანებულიყო ადგილობრივების და იქ მდგომი ადამიანების ინტერესები, ღონისძიება დროზე ადრე დასრულდა”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პანკისობა 2018 ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ღონისძიებაა, რომელიც ხეობაში დღეს უნდა გამართულიყო. ხეობაში, 2017 წლის დეკემბერში სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა და მოსახლეობის ნაწილმა ღონისძიების გაუქმება მოითხოვეს. თემირლან მაჩალიკაშვილის დის, ნატა მაჩალიკაშვილის განცხადებით, მაშინ როცა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმე დღემდე არ არის გამოძიებული და ისინი საპროტესტო აქციებს მართავენ, მსგავსი ღონისძიების გამართვა ხეობაში დაუშვებელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button