მნიშვნელოვანისაქართველო

“საფთიაქო ნარკომანია” – სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს.

სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თვალავაძე სასამართლოს განჩინებით აიყვანეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე.

საქმე ეხება “საფთიაქო ნარკომანიის” სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონოდ ბრუნვას.

დაკავებულია კიდევ 5 ბრალდებული, რომელთაგან 4 ქალია.

მსგავსი პოსტები

Back to top button