fbpx
Hereti FM

“მივმართავ რუსეთის ფედერაციას, გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან” – მამუკა ბახტაძე

650
Share Button

ოკუპაცია, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს არსებული ვითარება და მიმართვა აფხაზ და ოს ხალხს – საქართველოს პრემიერ მინისტრმა გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე შეკრებილებს ქართულ ენაზე მიმართა.

პრემიერი ყველა იმ საკითხს შეეხო რა გამოწვევების წინაშეც დღეს ქვეყანა დგას. მამუკა ბახტაძემ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას შეწყვიტოს მცოცავი ანექსია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს სრულფასოვნად ცხოვრების საშუალება მისცეს.

18 წუთიანი მიმართვისას მთავრობის მეთაურმა საქართველოს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის აქტიურად გამოყენების მცდელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

“ჩვენი მცდელობა მოლაპარაკების მაგიდასთან დღემდე რუსეთის მხრიდან დაუსაბუთებელ და ყოვლად მიუღებელ წინააღმდეგობებს აწყდება. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაეროს ძალისხმევა ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში, რომელსაც ეუთოსა და ევროკავშირთან ერთად დისკუსიების თანათავმჯდომარის ფუნქცია აკისრია,” თქვა მამუკა ბახტაძემ. “დღეს, 21-ე საუკუნეში, როდესაც ადამიანები, ერები და კულტურები ისწრაფვიან მეტი ინტეგრაციისა და განვითარებისკენ, ყოვლად დაუშვებელია ხელოვნური ბარიერების შექმნა და მავთულხლართების გაბმა. ჩვენ გვინდა ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანა, მაგრამ მხოლოდ სახელმწიფო სუვერენეტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლ ს პრინციპების პატივისცემის საფუძველზე. უმძიმესი და საგანგაშოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება; ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია არის უმწვავესი ხარისხის ჰუმანიტარული კატასტროფა. ჩამონათვალი, სამწუხაროდ, დიდია: კონფლიქტები, ტერორიზმი, მიგრაციული კრიზისი და ლტოლვილთა პრობლემა, კლიმატის ცვლილება, სიღარიბე და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები – ეს ის პრობლემებია, რომლებთან გამკლავებაც დიდ ძალისხმევასა და ურყევ პოლიტიკურ პოზიციას მოითხოვს გაეროსგან, მისი თითოეული წევრი ქვეყნისგან. ამ გამოწვევათა დაძლევა გვჭირდება ყველას, თითოეულ ჩვენგანს, რათა მსოფლიო გავხადოთ უკეთესი. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ თანამედროვე მსოფლიოში ეროვნული ინტერესების დაცვა ურთიერთპატივისცემით უნდა ხდებოდეს და არავითარ შემთხვევაში – ერთმანეთის ხარჯზე. სწორედ ამ კონტექსტში მინდა გამოვეხმაურო ამ გენერალური ასამბლეის თემას და განვაცხადო, – მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთო მიზნის მიღწევის საქმეში, მშვიდობიანი, მდგრადი, სამართლიანი საზოგადოებების განვითარებისთვის და ხელი შევუწყოთ ამ პროცესში გაეროს როლის გაძლიერებასა და მისი მიზნების უკეთ შესრულებას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი