მნიშვნელოვანისაქართველო

რიგები და მოქალაქეების უპრეცენდენტო რაოდენობა იუსტიციის სახლში

იუსტიციის სახლში ტაქსის მძღოლები ნებართვის ასაღებად რეგისტრაციას გადიან და დიდ რიგში უწევთ დგომა.

ტაქსის მძღოლები, რომლებსაც შესაბამისი ნებართვა არ ექნებათ, პირველი ოქტომბრიდან 200 ლარით დაჯარიმდებიან. ტაქსის მძღოლები ლიცენზიის აღებისთვის ვადის გახანგრძლივებას ითხოვენ.

ამ დრომდე ტაქსით მომსახურების ნებართვა 9 ათასამდე მეტმა მძღოლმა მიიღო. ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება თბილისის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო უწევთ. მძღოლებს ლიცენზიის ასაღებად დრო 21 აგვისტოდან ჰქონდათ.

მძღოლმა ერთწლიანი ნებართვის მისაღებად უნდა გადაიხადოს 100 ლარი, ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში 50 ლარი, ხოლო ელექტროძრავიანი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში ნებართვა უფასოა.

“ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მომხმარებლის ნაკადი ვმართოთ, თუმცა რეკორდული რაოდენობის გამო, ცხადია, მომსახურების დრო საგრძნობლად გაზრდილია, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.  უწყების ცნობით, ორი კონკრეტული სერვისის გამო, რომელთა გაცემის ვადა პირველ ოქტომბრამდე იწურება, იუსტიციის სახლს დღეს რეკორდული რაოდენობის მომხმარებელმა მიმართა.
აღნიშნული სერვისები კი გახლავთ ტაქსით მომსახურების ლიცენზია და მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაცია.

მსგავსი პოსტები

Back to top button