Hereti FM

რადიოფერმერი – ახალი სეზონი [28.09.2018]

392
Share Button

ახალი სამაუწყებლო სეზონიდან თოქ-შოუ “რადიოფერმერი” ეთერში დაბრუნდა.

ყოველი თვის ბოლო პარასკევს სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ მსმენელს გაგაცნობთ ახალ ამბებს სოფლის მეურნეობის სფეროდან და აგროსექტორიდან.   მოგიყვებით ახალ გამოწვევებზე, ტენდენციებსა და ინოვაციურ მიდგომებზე სოფლის მეურნეობის სექტორში. ვისაუბრებთ ტურიზმზე.

გვექნება რეპორტაჟები და ჩართვები. სპეციალისტები საკუთარ მოსაზრებებს გაგვიზიარებენ.

დღეს ვსაუბრობთ კახეთში თაფლის წარმოებაზე. ასევე რა პრობლემები აქვთ რძის გადამამუშავებელ საწარმოებს რეგიონში და როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლმები.

ჩვენი გადაცემების სერია განკუთვნილია სოფლის მეურნეობით დაინტერესებული მსმენელისთვის, ფერმერებისთვის, ბიზნესის იმ წარმომადგენლებისთვის, ვინც სოფლის მეურნეობის სექტორში აქტიურადაა ჩართული.

მოუსმინეთ გადაცემას, რომელსაც გიორგი ალადაშვილი უძღვება ►

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი