მნიშვნელოვანისაქართველო

ვანო მერაბიშვილი ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ისევ კლინიკაში გადაიყვანეს.

ამის შესახებ მერაბიშვილის ადვოკატმა სტეფანე თუმანიშვილმა განaცხადა. მისთვის უცნობია, ამჯერად რას უკავშირდება მერაბიშვილის კლინიკაში გადაყვანა. დეტალების დასაზუსტებლად ის კლინიკაში ამ წუთებში მიემართება.

“გუშინაც მინისტრი წულუკიანი აცხადებდა, რომ ყველაფერი კარგად არის. თუ კარგადაა ამდენი გადაყვანა რა საჭიროა? დღემდე არ გვაძლევენ მასალებს რა კვლევები ჩაუტარეს და როგორ ჩაუტარეს. შემაშფოთებელია და ეჭვებს ბადებს რატომ არ გვაძლევენ დოკუმენტებს და რატომ გადაჰყავთ კლინიკაში“-ამბობს ადვოკატი თუმანიშვილი.

ვანო მერაბიშვილს 2 თვეზე მეტია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რის გამოც სამოქალაქო კლინიკაში რამდენჯერმე გადაიყვანეს და სხვადასხვა სახის გამოკვლევა ჩაუტარეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button