Hereti FM

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თელავში მუშაობა დაიწყო მედიაცენტრმა

388
Share Button

საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე კახეთში, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მედიაცენტრი გაიხსნა, რომლის მიზანიცაა ღია და ნეიტრალური სივრცე შესთავაზოს მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საპრეზიდენტო კანდიდატებს.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი ლიკა იმერლიშვილი ამბობს, რომ მ”ედიაცენტრი ხელს შეუწყობს კანდიდატებსა და მათ ამომრჩევლებს შორის დიალოგის წარმართვას, რათა მოქალაქეები გაეცნონ საარჩევნო პროგრამებს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ”.

ცენტრის გახსნას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. პირველი ორგანიზაცია რომელმაც მედიაცენტრი წინასაარჩევნო პერიოდის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციისთვის გამოიყენა საიაა.
თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საარჩევნო მედიაცენტრი თითქმის ყველა ტიპის არჩევნებზე იხსნება. მედიაცენტრის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს თელავში მცხოვრები დავით ღონღაძე. მისი თქმით, თუკი ამომრჩეველს მიეცემა საშუალება, რომ ერთ სივცეში პრეზიდენტობის კანდიდატების პროგრამებს გაეცნოს, გააზრებული არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცემა.

მედიაცენტრი დაინტერესებული პირების მასპინძლობისთვის უკვე მზად არის, თუმცა თავად პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების დიდი ნაწილი ამ დრომდე არ აქტიურობს.
ამომრჩეველს კახეთში ყოველდღიურ რეჟიმში 3-4 კანდიდატი თუ ხვდება, არადა ცესკოს მონაცმებეით საქართველოს პრეზიდენტობა 25 პირს სურს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი