მნიშვნელოვანისაქართველო

ტყვია-წამლით ვაჭრობა საქართველოს შეირაღებული ძალებში

“თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ ტყვია-წამლით უკანონოდ ვაჭრობს ბრალდებით სამი პირი დააკავა”, – განცხადება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ბაზერაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ სამივე პირი ტექნიკის სარემონტო ბაზიდან მართლსაწინააღმდეგოდ საბრძოლო მასალის კონკრეტულად, კი საბრძოლო ვაზნების რეალიზაციას ახდენდნენ. ბრალდებულების ავტომანქანიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით საბრძოლო ვაზნები. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, რომელთაც ბრალის დადასტურების შემთხვევაში 9-დან – 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ”, – განაცხადა ირაკლი ბაზერაშვილმა.

ვიდეო  მასალა თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button