მნიშვნელოვანი

ცხინვალის საპატიმროში მაია ოთინაშვილთან ჟურნალისტები შეუშვეს

ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლებამ, საპატიმროში მყოფ მაია ოთინაშვილთან ადგილობრივი ჟურნალისტები შეუშვა.

ადგილობრივი მედია ოთინაშვილის ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ დაკავებულს დაზიანებები არ აღენიშნება და ქართული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ოთინაშვილი ნაცემია სიმართლეს არ შეესაბამება.

გამოცემა ოთინაშვილის კომენტარსაც ავრცელებს და წერს: “ისინი კარგად მექცევიან, არ ვუჩივი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მაგრამ სახლში მინდა”.

გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს დაკავებულ მოქალაქესთან წითელი ჯვრის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

საქართველოს მოქალაქე 37 წლის მაია ოთინაშვილი რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან 29 სექტემბერს გაიტაცეს.

ე.წ. პროკურატურა მას საზღვრის უკანონო გადაკვეთას და ცხინვალის ტერიტორიაზე თანხის სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეების გადაყვანას ედავება.

თავდაპირველად საოკუპაციო რეჟიმის ე,წ-მა საგამოძიებო ორგანომ მას 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა გუშინ ცნობილი გახდა, რომ ოთინაშვილს 2 თვიანი პატიმრობა 10 დღით შეუცვალეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button