მსოფლიო

ინტერპოლის პრეზიდენტი ჩინეთში დააკავეს

ჩინეთის ხელისუფლება ამბობს, რომ დააკავებულია ინტერპოლის პრეზიდენტი მენ ჰონვეი, რომელიც კორუფციაშია ეჭვმიტანილი და მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს.

მენ ჰონვეი ინტერპოლის პრეზიდენტის თანამდებობასთან ერთად იკავებდა ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილის პოსტსაც.

მისი დაკავების ფაქტის დადასტურების შემდეგ, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მენ ჰონვეისგან მიიღო განცხადება პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შესახებ.

ჰონვეი ჩინეთში 25 სექტემბერს გაემგზავრა და გაუჩინარდა. მისმა ცოლმა გასულ კვირაში მიმართა პოლიციას საფრანგეთის ქალაქ ლიონში, სადაც ინტერპოლის შტაბ-ბინა მდებარეობს. ინტერპოლმა ინფორმაცია მოითხოვა ჩინეთის ხელისუფლებისგან, რომელმაც 7 ოქტომბერს დაადასტურა, რომ ჰონვეი პეკინში ჩასვლისთანავე, 25 სექტემბერს დააკავეს.

ნოემბერში, დუბაიში გაიმართება ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა, რომელზეც ახალ პრეზიდენტს აირჩევენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button