Hereti FM

“ზურაბიშვილის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის უაკნონოდ გამოყენება ხდება”

336
Share Button

“მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს შესაძლოა სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზებას ავალებდნენ”, – ამის შესახებ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მესამე სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციით, წინასაარჩევნო დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ „მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ა(ა)იპ-ების დირექტორებს და მათ თანამშრომლებს ავალდებულებენ, ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ და პოტენციური მხარდამჭერების სია შესაბამის პირებთან გადააგზავნონ“.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ქმედება კანონდარღვევაა, რადგან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხდება.

“ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ: მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირებსა და მმართველ პოლიტიკურ ძალას, საარჩევნოდ არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი”, – ნათქვამია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის,“ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებაში.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი