მნიშვნელოვანისაქართველო

ბიზნესმენის შვილის გატაცება

ბიზნესმენ ამირან დეკანოსიძის შვილის გატაცების ბრალდებით დაკავებულ 10 პირს, ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.

შემდგომი პროცედურა სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების შეფარდება იქნება. მანამდე კი გვიან ღამემდე გაგრძელდა ბიზნესმენის შვილის გიორგი დეკანოიძის გამოკითხვა პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში. დაკითხვის დასრულების შემდეგ, დაზარალებული მედიასთან არ გამოჩენილა.

გიორგი დეკანოსიძე შეიარაღებულმა დაჯგუფებამ თბილისიდან გაიტაცა და გამოსასყიდის სახით 3 მილიონ ლარს ითხოვდა. კრიმინალური დაჯგუფების წევრებს შორის ერთი ქალია. შსს-ს ინფორმაციით, დამნაშავეთა აყვანის სპეცოპერაცია წყალტუბოსა და თბილისში ჩატარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button