მნიშვნელოვანისაქართველო

შვილმოკლული მამების აქცია-პერფორმანსი მთავარ პროკურატურასთან

“ნუ გვაბოლებთ” – ამ შინაარსის აქცია-პერფორმანსს შვილმოკლული მამები მთავარ პროკურატურასთან მართავენ.

მათი თქმით, ხელისუფლება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეების გადაფარვას ცდილობს.

აქციის მონაწილეებს მაგალითად პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ფარული ჩანაწერები მოჰყავთ, რომელიც გლდანის ციხეშია გაკეთებული და სადაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი ფიგურირებს.

შვილმოკლული მამები აცხადებენ, რომ სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან და სიმართლე არ დადგინდება, პროტესტს არ შეწყვეტენ. პროკურატურიდან აქციის მონაწილეებს არავინ შეხვედრია.

მსგავსი პოსტები

Back to top button