მნიშვნელოვანისაქართველო
დეპუტატ გიორგი კახიანის სახლი გაქურდეს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის სახლი გაქურდეს.
მომხდარს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს. მხოლოდ ის თქვეს, რომ დაკავებულია 3 პირი და გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.