ჰერეთი ტრადიციას აგრძელებს, აქვს ექსკლუზიური თემები, რომელიც სხვაგან არ გვხვდება – მედიამონიტორინგის შედეგები
ევროკავშირმა, გაერო-ს განვითარების პროგრამამ და სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური შედეგები გაასაჯაროვეს.
კვლევა მოიცავს 37 სამაუწყებლო, ბეჭდურ და ონლაინ მედიასაშუალებას. მათ შორისაა სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი. მონიტორინგის ფარგლებში, რადიომაუწყებლობის მუშაობას ინტერნიუსი საქართველო დააკვირდა. მისი წარმომადგენლის, ეკა ბერიძის თქმით, რადიო “ჰერეთი” წელსაც გამოირჩევა მოვლენების სიღრმისეული გაშუქებით და ექსკლუზიური მასალებით, რაც სხვა მედიაში არ გვხდება.
“საპრეზიდენტო არჩევნები ომეგა ჯგუფისა და მირზა სუბელიანის ჩანაწერმა გადაფარა”, – ეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური შედეგების ერთ-ერთი მიგნებაა.
ანგარიშის მიხედვით, ტელევიზიებში კვლავ შეიმჩნევა მიკერძოება პოლიტიკური სუბიექტების მიმართ, ბეჭდურ მედიაში, ისევ პრობლემურია სიძულვილის ენის არსებობა, ონლაინ მედიასა და რადიოებს კი მოვლენების სიღრმისეული ანალიზი და პროაქტიულობა აკლიათ.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, მედიამონიტორინგი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის, ინტერნიუსი საქართველოსა და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მოამზადეს.
18 ივნისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, 8 სატელევიზიო არხის, 11 რადიომაუწყებლის, 7 გაზეთისა და 11 ონლაინ მედიაორგანიზაციის მუშაობა იქნა გაანალიზებული.
მოისმინეთ ინტერნიუს-საქართველოს წარმომადგენლის, ეკა ბერიძისა და საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის უნხტუია ალთანგერელის ხმები ►