მნიშვნელოვანირეგიონი
ლაგოდეხელი პედაგოგები წინასაარჩევნო შეხვედრებზე
ბოლო დღეების განმავლობაში ლაგოდეხის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მაჟორიტარი დეპუტატი, რომლებიც დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერები არიან, სკოლებისა და ბაგა-ბაღების პედაგოგებს დახურულ სივრცეში ხვდებიან.
პედაგოგები პირდაპირ ამბობენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისინი წინასაარჩევნო შეხვედრაზე დაიბარა.
დეპუტატი ადასტურებს, რომ შეხვედრებზე არჩევნებზეც ლაპარაკობენ, თუმცა მცირე დოზით. ადგილობრივი ოპოზიცია ამბობს, რომ პედაგოგებს სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან, თუკი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ხმას არ მისცემენ.
მოუსმინეთ დავით ჭაბაშვილის და გიორგი ალადაშვილის რეპორტაჟს ►