მსოფლიო
ავღანეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა
ავღანეთში სამხედრო ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც 20 ადამიანი იმყოფებოდა, ჩამოვარდა.
ინფორმაციას Tolo News – ი , სამხედრო პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფის დროს ბორტზე სამხედრო მაღალჩინოსნები და პროვინციის საბჭოს წევრები იმყოფებოდნენ. კატასტროფის დროს ოცივე დაიღუპა.
ავიკატასტროფის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.