სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ვალერი შოშიაშვილსა და ბექა ბასილაიას შორის [Video]
ინციდენტი ტელეკომპანია “კავკასიის” პირდაპირ ეთერში – სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ბიზნესმენ ვალერი შოშიაშვილსა და ადვოკატ ბექა ბასილაიას შორის.
გადაცემის მსვლელობისას ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი აცხადებდა, რომ დაკავების მუქარით, მას აუქციონზე დაუსწრებლად 700 ათას ლარად ღირებული უძრავი ქონება შეაძენინეს, რაშიც მან ბექა ბასილაია დაადანაშაულა.
თავის მხრივ, ბასილაიამ განაცხადა, რომ იგი იმ პერიოდში უკანონო შემოსავლების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურში მუშაობდა და მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ვალერი შოშიაშვილისა და მისი მამის კომპანიების მიერ ადგილი ჰქონდა შემოსავლების დამალვას და ფულის “გათეთრებას”.
ამ დიალოგის შემდეგ მხარეები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. წამყვანმა მათი სტუდიიდან გაყვანა ითხოვა.