მნიშვნელოვანისაქართველო
ლილოში სამარშრუტო ტაქსი გადაბრუნდა – დაშავდა 6 ადამიანი

ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ყვითელი სამარშრუტო ტაქსი [165 ნომერი] გადაბრუნდა, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ.
ერთმანეთს ოთხი სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა. დაშავებულია 6 მოქალაქე, ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
“თბილისის მიკროავტობუსი” ლილოში მომხდარი ავარიის მიზეზად სამარშრუტო ტაქსის მძღოლის ბრალეულობას გამორიცხავს.