ჩუმლაყელებს ალტერნატიულ საძოვრებს სთავაზობენ
გურჯაანის გამგებელი ჩუმლაყელ მესაქონლეებს შეხვდა და განუმარტა, რომ გასხვისებულ ადგილს უკან ვეღარ დაუბრუნებენ, ამიტომ ალტერნატიული ფართის გამოყოფას დაპირდა.
გამგებლის განმარტებით ჩუმლაყი–ყიტაანის გზის ნაპირას მდებარე ნაკვეთები ხალხს თვითნებურად აქვს მითვისებული და მათ მფლობელობაში არ არის.
„მოხდება აღნიშნული ნაკვეთების დროებითი მეპატრონეების სიტყვიერი გაფრთხილება, რომ უკანონოდ მითვისებული მიწებიდან ამოძირკვონ ხეხილი. თუ მოსახლეობა სიტყვიერი გაფრთხილებას არ დაექვემდებარება, მაშინ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან უკანონოდ მიტაცებული ტერიტორიების ტრაქტორით ე.წ. “ექსკავატორით” გასუფთავება“, – განაცხადა გამგებელმა გია გერგიძემ.
შეგახსენებთ, რომ 4 ივნისს ჩუმლაყის მოსახლეობამ საძოვრების გასხვისების ფაქტზე პროტესტი უცნაური ფორმით გამოხატა – მესაქონლეებმა სოფლის ნახირი საძოვრის ნაცვლად გამგეობასთან მიიყვანეს და აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების თქმით, 2010 წელს მიწები ისე გაიყიდა, რომ გლეხები საქმის კურსში არავის ჩაუყენებია. ახლა კი ერთადერთი საძოვარი, რომელსაც ამ დრომდე იყენებდნენ, კერძო მფლობელმა დაამუშავა.
გაზეთ “სპექტრის” მასალები