მსოფლიოსაქართველო

ირლანდიის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ირლანდიის სენატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

დოკუმენტის თანახმად, ირლანდია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

რეზოლუცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას. ასევე, რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს სრულად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

სენატი მიმართავს ირლანდიის მთავრობას, შეუერთდეს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში მყოფი პირების მიმართ გათვალისწინებულ სანქციებს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სენატი მიესალმება საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ არსებით პროგრესს.

მსგავსი პოსტები

Back to top button