მნიშვნელოვანიმსოფლიო

კალიფორნიის შტატში 3000-მდე სახლი დაიწვა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ქალაქ პარადაისში მასშტაბური ხანძარია.

ხანძარი ხუთშაბათს გაჩნდა და ბოლო მონაცემებით, 8 ათასი ჰექტარზეა გავრცელებული. ამერიკული მედიის ინფორმაციით, სამი ათასამდე სახლია დამწვარი.

ქალაქიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუირებულია 27 ათასი ადამიანი. დამწვრობის გამო ორი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button