მნიშვნელოვანისაქართველო

შსს-მ სალომე ზურაბიშვილისა და მისი შვილების მიმართ შესაძლო მუქარაზე გამოძიება დაიწყო

პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის და მისი ოჯახის მიმართ მუქარას კრიმინალური პოლიცია გამოიძიებს.

სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ზურაბიშვილმა მათ 10 ნოემბერს მიმართა განცხადებით და შეატყობინა, რომ სოციალურ ქსელ ფეისბუქის მეშვეობით ხორციელდებოდა მუქარა მისი და ოჯახის წევრების მიმართ, კერძოდ, მათ მიიღეს შეტყობინებები სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის შესახებ.

შსს-ს თქვეს, რომ იმავე დღეს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და მუქარის ფაქტზე და აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის I ნაწილით და 151-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 9, 10 და 11 ნოემბერს, მისმა შვილებმა თეიმურაზმა და ქეთევანმა და პირადად მან მიიღეს შეტყობინებები სიცოცხლის მოსპობის მუქარით.

მსგავსი პოსტები

Back to top button