მნიშვნელოვანისაქართველო

მალხაზ კობაურის ადვოკატები ნაფიცი მსაჯულების მოწვევას მოითხოვენ

ხადის ხეობაში სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, 19 წლის მწყემსის მალხაზ კობაურის დაცვის მხარე სასამართლო პროცესში ნაფიცი მსაჯულების მიწვევას მოითხოვს. წინასასამართლო სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 19 ნოემბერს, 13:00 საათზეა ჩანიშნული. მალხაზ კობაურის ადვოკატებმა, ალექსანდრე კობაიძემ და ვასილ მამულაშვილმა დღეს, პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალის დასამძიმებლად არანაირი დამატებითი მტკიცებულებები არ არსებობდა.

ბრალის დამძიმებამდე, კობაურს ედავებოდნენ რაიან და მაიკლ სმითისა და მისი მცირეწლოვანი შვილის, ქელებ სმითის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობას. პროკურატურის ინფორმაციით, მალხაზ კობაურს ბრალი დაუმძიმდა. ბრალის დამძიმების საფუძვლად მთავარი პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას ასახელებს: “გამოძიების მიერ მიღებული მნიშვნელოვანი ექსპერტიზის დასკვნების შემდეგ, მალხაზ კობაურს ბრალად შეერაცხა ლორა სმითის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მისი მკვლელობა.”

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის რამდენიმე ნაწილით, რაც თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button