მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

აფეთქება ფონიჭალაში – დაშავებულები დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

ფონიჭალაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგაც მრავალსართულიანი კოპუსი ნაწილობრივ ჩამოინგრა.

აფეთქება შენობის მესამე და მეოთხე სართულებს შორის საცხოვრებელ ბინაში მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია და დაშავებულია სამი ადამიანი.

ისინი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და კონტაქტური არიან. დაშავებულია ერთი არასრულწლოვანი და ორი სრულწლოვანი.

ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები.

მსგავსი პოსტები

Back to top button