მნიშვნელოვანისაქართველო

“ეს არის გაუგონარი და აბსურდული ბრალდება” – სახელმწიფო სერვისების სააგენტოს პასუხი არასამთავრობოებს

სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გაუგონარ, აბსურდულ ბრალდებას უწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებას არჩევნების შესაძლო გაყალბების თაობაზე, რომელიც, სავარაუდოდ, ყალბი პირადი მოწმობების დაბეჭდვას უკავშირდება „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ.:

„არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მე, სოსო გიორგაძე, ჩემ თანამშრომლებთან ერთად, გამოგვაცხადეს სისხლის სამართლის დამნაშავეებად. ეს გაუგონარი ბრალდება ეფუძნებოდა მათ მიერ გამოგონილ აბსურდულ არგუმენტებს. მინდა განვაცხადო, რომ თეორიულადაც კი რთულია იმის წარმოდგენა, რასაც ეკა გიგაური, მიხეილ ბენიძე და ირმა პავლიაშვილი გვაბრალებენ. პირველი, რაც გავაკეთეთ, მივმართეთ შესაბამის უწყებებს, იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რათა დაიწყონ გამოძიება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანები და არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ კონკრეტულ ფაქტებს თუ რაზე დაყრდნობით განახორციელეს ასეთი ცილისწამება იმ ორგანიზაციის მიმართ, რომელსაც უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებში, მათ შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოპოვებაში. თითოეული ჩვენთაგანი ვართ შეურაცხყოფილნი იმის გამო, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჭორების გამო მიაყენეს ჩრდილი ჩვენს რეპუტაციას. გაუგონარია ეს ამბავი იმიტომაც, რომ საქართველოში არსებობს სულ სამი საბეჭდი ცენტრი, სადაც ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაცია ხდება. ეს არის თბილისი, ქუთაისი და ბათუმი. მათ მიერ ხსენებულ ტერიტორიულ ორგანოებში ბიომეტრიული დოკუმენტები არ იბეჭდება და შესაბამისად, თეორიულადაც გამორიცხულია ამგვარი განცხადებების გაკეთება. იმედი მაქვს, რომ შესაბამის მასალებს არასამთავრობო ორგანიზაციები მიაწვდიან საგამოძიებო ორგანოებს“, – განაცხადა სოსო გიორგაძემ, სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ.

 

“ხელისუფლება არჩევნების მეორე ტურისთვის ყალბ პირადობებს ბეჭდავს”

მსგავსი პოსტები

Back to top button