კულტურამოზაიკა

რობერტ პლანტმა ყოფილ ცოლს 70 წლის იუბილეზე ელვის პრესლის ჰიტები უმღერა [ვიდეო]

ლედ ზეპელინის სოლისტმა რობერტ პლანტმა თავის ყოფილ ცოლს დაბადების დღეზე სიურპრიზი გაუკეთა.

20 ნოემბერს მაურინ ნილსონი 70 წლის გახდა. დაბადების დღე მან ინგლისის ქალაქ კიდერმინსტერში აღნიშნა, სადაც ყოფილმა ქმარმა მისთვის ადგილობრივ ბენდთან ერთად ელვის პრესლის სიმღერები იმღერა.

პლანტმა ადგილობრივ ბენდთან The Hayriders-თან ერთად ისეთი სიმღერები შეასრულა, როგორიცაა One Night With You, Little Sister და A Big Hunk O’ Love.

რობერტ პლანტი და მაურინ ვილსონი 1968–1983 წლებში იყვნენ დაქორწინებულნი. მათ სამი შვილი ჰყავთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button