მნიშვნელოვანისაქართველო

ნიკა რურუა გარდაიცვალა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა რურუა გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ის გულის შეტევით გარდაიცვალა.

ზანდუკელის ქუჩაზე სასწრაფო გადაუდებელი დახმარება პოლიტიკოსის დედამ გამოიძახა, ადგილზე მისულ ექიმებს კი ის გარდაცვლილი დახვდათ.

ნიკა რურუას პოლიტიკური კარიერა 2001 წლიდან იწყება. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის” შემდეგ რურუა საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.

2009 წლის 9 დეკემბერს ნიკა რურუა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად დაინიშნა. ეს თანამდებობა მას 2012 წლის 25 ოქტომბრამდე ეკავა.

რურუას ინიციტივით დაარსდა საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი.

ნიკა რურუა 50 წლის იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button