Hereti FM

ოპოზიცია “პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით” რამდენიმე მოთხოვნას აყენებენ

17
Share Button

ოპოზიციური პარტიების გაერთიანებამ დღეს გამართული შეხვედრის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომლითაც მოითხოვენ, რომ მოხდეს საარჩევნო სისტემის ცვლილება და საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს, შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი და ამ მოთხოვნების განხორციელების შემდეგ გაიმართოს რიგგარშე საპარლამენტო არჩევნები.

“დღეს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა იმსჯელეს საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. პარტიების შეფასებით, არჩევნები გაიმართა საარჩევნო კოდექსის სხვა კანონებისა და ნორმების, ასევე საერთაშორისო სტანდარტების მასობრივი და უხეში დარღვევის პირობებში. სახეზეა ადმინისტრაციული რესურსის უკანონო და მასშტაბური გამოყენება, ამომჩრევლის მასობრივი მოსყიდვა, მასზე შანტაჟი და უხეში ზეწოლა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და გაყალბება. ზემოაღნიშნული მასობრივი დარღვევები, ჩვენი შეფასებით, იძლევა საფუძველს განვაცხადოთ, რომ ამ დარღვევებმა პირდაპირი და თვისობრივი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე. ამავე დროს, მივიჩნევთ, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით საჭიროა: პირველი – საარჩევნო სისტემის ცვლილება და შემდგომი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარება, მეორე – საარჩევნო ადმინისტრაციის წესის ძირეული ცვლილება და საარჩევნო გარემოს გარდაქმნა, ზემოაღნიშნული ცვლილებების შემდეგ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“, – ნათქვამია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი