საქართველოსიახლეები

ევროკავშირის ელჩი ინაუგურაციას დაესწრება

შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი სალომე ზურაბიშვილს და პირადად მიმელოცა არჩევნებზე გამარჯვება, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

„განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორიც არის ინაუგურაცია და ის მესიჯები, რომელიც მან გააჟღერა, კერძოდ, ეროვნული შერიგება, რაც იმ მესიჯებს წარმოადგენს, რომელსაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს. რაც შეეხება ინაუგურაციას, მე მას დავესწრები“, – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

მსგავსი პოსტები

Back to top button