მსოფლიოსიახლეები

ჯორჯ ბუში უფროსის დაკრძალვა

აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი მისი სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე დაკრძალეს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს 41 -ე პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი ჯიმ მაკგრატი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯ ბუშის გვერდით ასევე განისვენებენ მისი მეუღლე ბარბარა ბუში და მათი შვილი რობინი, რომელიც 1953 წელს, სამი წლის ასაკში გარდაიცვალა.

დაკრძალვის ცერემონია დახურული იყო. პანაშვიდი ვაშინგტონის კათედრალურ ტაძარში გაიმართა. მას აშშ-ს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები ესწრებოდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button