Hereti FM

ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთი” ნატოს აკრიტიკებს

39
Share Button

“ნატო-ს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის განცხადებებმა რიტუალური ხასიათი მიიღო”, – ასე გამოეხმაურა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო უწყება ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომელშიც მან რუსეთს მოუწოდა უკან წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

„ნატო-ს კონსოლიდირებული პოზიცია სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში კარგად ცნობილია და ამგვარმა მოწოდებებმა, რომელსაც თან ახლავს საქართველოს მხარდაჭერის შესახებ განცხადებები, რიტუალის ხასიათი მიიღო“, – აღნიშნეს დე ფაქტო უწყებაში.

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ „სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების დამყარება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად მოხდა“.

„იმ პირობებში, როდესაც საქართველო უარს ამბობს ხელი მოაწეროს შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და ცდილობს თავისი აგრესიის შედეგები საქართველო-რუსეთის ურთიერთობების სიბრტყეში გადაიყვანოს, სამხრეთ ოსეთი უფლებას იტოვებს უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება და გააძლიეროს რუსეთთან ერთად ერთიანი თავდაცვითი სივრცე“, – აცხადებენ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი