რეგიონისაქართველოსიახლეები

“14 მილიონი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირებისთვის”

ზუგდიდის მერიას მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვა წელიწადში 14 მილიონ ლარამდე უჯდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აქვეყნებს.

ორგანიზაციის მონაცემებით, მერიის ააიპ-ებსა (2 052 თანამშრომელი) და შპს-ებში (46 თანამშრომელი) ყოველთვიური ჯამური შრომის ანაზღაურება 1 140 338 ლარია, რაც წელიწადში დაახლოებით 13 684 000 ლარს შეადგენს. მერიასა და საკრებულოში კი თანამშრომლების ხელფასზე მიმდინარე წელს 19 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის (42,082.6 00 ლარი) თითქმის ნახევარია (45%).

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ააიპ-ებს შორის ყველაზე მეტი თანამშრომელი (679) ჰყავს „სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრს”, საიდანაც 47(მათ შორის დირექტორის 3 მოადგილე), უშუალოდ ცენტრის ადმინისტრაციაშია დასაქმებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მოუწოდებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მუშაობის პარალელურად აუცილებელ მინიმუმამდე შეამციროს როგორც იურიდული პირების, ასევე ააიპების რაოდენობა.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია დამკვიდრდეს თანამშრომელთა აყვანის გამჭვირვალე პრაქტიკა, ასევე გამოირიცხოს ნეპოტიზმის შემთხვევებიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button