მსოფლიოსაქართველოსიახლეები

საფრანგეთში მოქმედი საქართველოს საელჩოს განცხადება

საფრანგეთში საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. საელჩოს მიმართვა დღეს, პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საპროტესტო აქციას შეეხება.

„შაბათს, 8 დეკემბერს, პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში დაგეგმილია ე.წ. ყვითელჟილეტიანების საპროტესტო აქციები. გთხოვთ, მოერიდოთ მომიტინგეთა თავშეყრის ადგილებს და თვალყური ადევნოთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გადმოცემულ ინფორმაციას.

საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +33783318689“, – ნათქვამია საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button