![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2018/12/პოლიცია-2.jpg)
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც პოლიციის შენობასთან მოხდა, შსს-ს თანამშრომელი ემსხვერპლა. დაღუპული ჩხოროწყუს პოლიციის განყოფილების თანამშრომელია. წინასწარი ინფორმაციით, ქვეითად მოძრავ პოლიციელს მიკროავტობუსი დაეჯახა.
შსს-ში ამბობენ, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.