fbpx
Hereti FM

ოჩამჩირეში მოზარდებს ტურები დაესხნენ თავს

359
Share Button

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ოჩამჩირეში ტურების თავდასხმის შედეგად ორი მოზარდი დაშავდა. როგორც აფხაზური საინფორმაციო სააგენტო „აბხაზია ნიუსი“ იუწყება, მუნიციპალიტეტის დე ფაქტო ადმინისტრაცია ცხოველების ცეცხლსასროლი იარაღით ლიკვიდაციას გეგმავს. როგორც სააგენტო წერს სკოლა-ინტერნატის მიმდებარედ მოზარდ გოგონას ტურა რამდენიმე დღის წის დაესხა თავს და ფეხზე, ასევე ხელზე უკბინა. ბავშვის ყვირილზე ადგილობრივი მცხოვრები მივიდა შემთხვევის ადგილზე და ცხოველის შეშინება მოახერხა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეორე შემთხვევა ოთხშაბათს მოხდა. ტურა 18 წლის ბიჭს საღამოს დაესხა თავს, როცა ის სახლში მიდიოდა. ტურა ბიჭს მუხლებზე წვდა, მაგრამ მოზარდმა მოახერხა მისთვის ყელზე მოეჭირა ხელი და დაეხრჩო. დაზარალებულს ასევე დასჭირდა სამედიცინო დახმარება.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი