Hereti FM

IBSU პირველკურსელების მიღებას შეძლებს

33
Share Button

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საჩივარი სააპელაციო საბჭომ დააკმაყოფილა. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, IBSU პირველკურსელების მიღებას სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან უკვე შეძლებს.

სააპელაციო საბჭოს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

უნივერსიტეტის რექტორი, ილიას ჩილოღლუ, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა, რომლითაც უნივერსიტეტს პირველ კურსების მიღების უფლება შეუჩერდა. მიზეზად ჯარიმის გადახდა სახელდებოდა, თუმცა, სასწავლებელმა დავალიანება უკვე დაფარა.

ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 20 აგვისტოს ახალი სტუდენტების მიღება ერთი წლით შეუზღუდა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი