Hereti FM

ადვოკატთა საქმიანობაში უკანონო ჩარევა

30
Share Button

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ადვოკატთა საქმიანობაში უკანონო ჩარევისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე საუბრობს.

დავით ასათიანმა საგანგებო ბრიფინგი ქუთაისში გამართა.

მისი ინფორმაციით, სოციალურ ქსელში შეიქმნა გვერდი, რომელიც მიზნად ისახავს ადვოკატთა ასოციაციის დისკრედიტაციას.

ასათიანი ამბობს, რომ გვერდი 6 დეკემბერს facebook-ის ადმინისტრაციამ წაშალა, თუმცა, მისი შემქმნელები იმუქრებოდნენ, რომ მსგავსი ტიპის გვერდები მომავალშიც გამოჩნდება.

დავით ასათიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით და გამოავლინონ ყველა ის პირი, ვისაც ადვოკატების წინაღმდეგ facebook შეტევასთან კავშირი აქვს.

მოისმინეთ დავით ასათიანის ხმა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი