Hereti FM

საფრანგეთში აქციაზე დაკავებულების რიცხვი 500-ს აჭარბებს

39
Share Button

პარიზის ქუჩებში არეულობა და შეტაკებები გრძელდება. ცოტა ხნის წინ დემონსტრანტებმა, რომლებიც რამდენიმე კვირაა, ანტისამთავრობო აქციებს მართავენ, ელისეს სასახლის მიმართულებით მსვლელობის დაწყება სცადეს, თუმცა მათ გზა პოლიციელებმა გადაუკეტეს.

სამართალდამცველებს ბლოკირებული აქვთ პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ყველა ქუჩა. მხოლოდ დედაქალაქში 8 ათასზე მეტი ძალოვანია მობილიზებული, პარიზის ცენტრში დგას ჯავშანმანქანებიც.

სამართალდამცველები მომიტინგეების შეჩერებას ცრემლსადენი გაზისა და ხელკეტების გამოყენებით ცდილობენ. დაკავებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 500-ს აჭარბებს. პოლიციელები ამოწმებენ დემონსტრანტების ჩანთებს და ყველა საეჭვო ნივთს ართმევენ.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი