Hereti FM

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმე

36
Share Button

შეერთებული შტატების სპეციალური პროკურორის ოფისმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმესთან დაკავშირებით ახალი მასალები გამოაქვეყნა.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა, პოლ მანაფორტმა, საპროცესო გარიგება დაარღვია და გამოძიებას რუს ბიზნესპარტნიორ კონსტანტინ კილიმნიკთან შეხვედრების შესახებ ინფორმაცია დაუმალა.

სიცრუე აღმოჩნდა ისიც, რომ გამოძიების მსვლელობისას მანაფორტს პრეზიდენტის ადმინისტრაციას კონტაქტი არ ჰქონია. მხოლოდ ამ საქმეზე ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

რაც შეეხება პრეზიდენტის ყოფილ ადვოკატს, მასალების თანახმად, მაიკლ კოენს საარჩევნო კამპანიის პერიოდში რეგულარული კავშირი ჰქონდა რუსეთის მოქალაქეებთან. ნიუ-იორკის სასამართლოს მაიკლ კოენის განაჩენი 12 დეკემბერს უნდა გამოაცხადოს. მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი