მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დამოუკიდებელი ინსპექტორის ანგარიში მოსამართლეთა კონფერენციზე

მოსამართლეთა რიგით 24-ე კონფერენცია დასრულებულია. დღევანდელი კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე. ასევე კონფერენციის მონაწილეებმა დამოუკიდებელი ინსპექტორის ქეთევან ცინცაძის ერთწლიანი მუშაობის ანგარიში მოისმინეს. ანგარიშის მიხედვით, უწყებაში შესულია 415 საჩივარი, რომელიც გადაგზავნილია იუსტიციის საბჭოში.

დღესვე მოსამართლეებმა აირჩიეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე. ეს თანამდებობა გიორგი ტყავაძემ დაიკავა. იუსტიციის უმაღლესი სკოლის ფუნქციაა მოამზადოს მოსამართლეების კანდიდატები სასამართლოებისთვის.

მოისმინეთ გიორგი ტყავაძის და ქეთევან ცინცაძის კომენტარები.

მსგავსი პოსტები

Back to top button